მოსკოვის ოლქში მდებარე ქალაქ ბალაშიხის მაცხოვრებელმა ქალმა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დაახრჩო. ექსპერტების მონაცემებით, 46 წლის ლარისამ მეუღლესა და ბავშვებს თავზე პოლიეთილენის პაკეტი ცამოაცვა და ყელი სკოჩით გადაუხვია.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 8 წლის ანა პოპოკი, მისი 6 წლის ძმა საშა და მამა 49 წლის დიმიტრი პოპოკი დახრჩობის შედეგად დაიღუპნენ. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე "მკვლელობის" მუხლით აღიძრა. გამოძიების ვერსიით, ქალმა ჯერ მეუღლე და შვილები დაახრჩო, ხოლო შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ქალი ადგილზე მისულმა პოლიციამ აღმოაჩინა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც აღმოჩნდა ლარისა ალკოჰოლის უძლიერესი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიების ინფორმაციით, მამისა და ბავშვების ცხედრები ბინაში 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მთელი ამ დროის განმვალობაში დედა მათთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლების აცხადებენ, რომ არაფერი უჩვეულო არ შეუნიშნავთ, ქალი მაღაზიაშიც დადიოდა და ჩვეულებისამებრ ნაგავიც გაჰქონდა. პირველად განგაში 8 წლის ანას მასწავლებლებმა ატეხეს, ვინადან გოგონა სკოლაში აღარ დადიოდა. მათ ანას სახლში მიაკითხეს, მათ კარი არავინ გაუღო. მაშინ მასწავლებლება პირველ სართულზე მდებარე ბინის ფანჯარაში შეხედვა გადაწყვიტეს და შემზარავი სურათი ნახეს - ბავშვების უსიცოცხლო სხეულები იატაკზე ეყარა. სწორედ მათ გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო.
აღსანიშნავიამ რომ როგორც კი ლარისა ასავადმყოფოში გონს მოეგო, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა, ხოლო თავისი საქციელის ახსნა ვერაფრით შეძლო.