საფრანგეთის პრეზიდეტმა ნიკოლა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორშაბათს, 5 დეკემბერს, ევროკავშირის სტრუქტურის ცვლილების გეგმას წარადგენენ. ამის შესახებ ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, იტყობინება "ბი-ბი-სი".
საფრანგეთის პრეზიდეტის თქმით, საფრანგეთი და გერმანია ევროპის ახალი ხელშეკრულების ინიციატივით გამოდიან.
„ეს ხელშეკრულება ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო ინტეგრაციას და ევროკავშირში უფრო მკაცრ ფინანსურ დისციპლინას დაამყარებს", - განაცხდა სარკოზიმ.
მანვე განაცხადა, რომ ვალების კრიზისმა ევროკავშირის სერიოზული სისუსტეები წარმოაჩინა და უნდა მოხდეს ბლოკის რეფორმირება.