"მაესტროს" მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, მამუკა ღლონტს, ისტერიულ პროვოკაციაში ადანაშაულებს.
"სრულიად დაბნეულ მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტები, თანამშრომლები გაიყვანა ტელევიზიის გარეთ. გაიტაცა ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა, პირდაპირი მნიშვნლეობით. მან გამოაცხადა, რომ პროვოკაცია არ მოუწყონ ჟურნალისტებს. გამოაცხადა, რომ ის მიდის მაესტროს ამ შენობიდან და სხვა ადგილას გააკეთებს მაესტროს. ამას მე სახელს ვერ დავარქმევ", - განაცხადა კიწმარიშვილმა და აღნიშნა, რომ 4,5 ნახევარი მილიონის მოზდივის შემდეგ, ყველაფერი რაც გააჩნია, მართვის კომპანიამ შექმნა, ამის შემდეგ კი მაესტროს მფლობელები იტაცებენ ქონებას, გარბიან და აყენებენ შურაცხყოფას მაესტროს მართვის კომპანიას და ქმნიან სრულიად გაუგებარ პროვოკაციულ აჟიოტაჟს.