ეროსი კიწმარიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება. კიწმარიშვილის თქმით, მან დღეს იხილა ის განცხადება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია მაესტროს კოლექტივს მიმართავს. მისი თქმით, ეს განცხადება მისთვის გასაკვირია.
"თურმე მე, რომელიც ორი წლის განმავლობაში ვქმნი ამ ტელეკომპანიის დღევანდელ სახეს ჟურნალისტებთან და კოლექტივთან ერთად, არ მაქვს უფლება ვისაუბრო მედიაზე, რადგანაც პოლიტიკოსი ვარ. ბიძინა ივანიშვილი ჩვენს პოზიციაზე აყენებს თავის თავს და მაესტროს ჟურნალისტებს, როდესაც ამ პოზიციიდან საუბრობს. მე ვერ მივიღებ ამ სტილს საუბრისას და მით უმეტეს, ვერ მივიღებ გარკვეულ ინსიმულაციებს ხელისუფლების დაინტერესებაზე მაესტროს თემასთან დაკავშირებით. ხელისუფლება დაინტერესებულია ეს პროცესი წავიდეს კონფრონტაციისკენ, მაგრამ ეს არ არის ინსპირირებული ხელისუფლების მიერ. ინსიმულაციები თემაზე, ინსპირირების, შეთქმულების თეორიები, მე არ ვფიქრობ რომ საზოგადოების გაჯანსაღებას ემსახურება", - განაცხადა კიწმარიშვილმა.
მისი თქმით, როგორც მას არ აქვს, რაღაც თემებზე საუბრის უფლება ესე არ აქვს არცერთ პოლიტიკური ამბიციის მქონე ადამიანს.
"ამიტომ მაესტროს სახელით ჩვენ ტონალობაში საუბარი ბიძინა ივანიშვილისგან ჩემთვის, სრულიად გაუგებარია", - განაცხადა კიწმარიშვილმა.