ქვესადგურში `გლდანი-220" საქართველოს ელექტროსისტემის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 2 დეკემბერს 10 საათიდან 18 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გლდანის I, VII და VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.