ერაყში ბომბის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახევ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ავტომობილში ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ერაყის პროვინცია დიალაში ქალაქ ხალისში ამოქმედდა.
დაღუპული 10 ადამიანის გარდა, აფეთქების შედეგად სულ მცირე ოცი ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივი პოლიციის განცხდებით, ავტომობილი ადგილობრივ ბაზართან იდგა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ერაყში ვიზიტით აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმყოფება.