ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში MICE ტურიზმთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოფანა EIBTM-ში აჭარაც იყო წარმოდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბარსელონაში EIBTM- ის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდის მიმართ დიდი ყურადღება და დაინტერესება გამოიჩინეს. ბოლო წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ახალი სასტუმროებისა და საკონფერენციო დარბაზების მშენებლობა ცხადყოფს რეგიონის მზადყოფნას MICE ტურიზმის განსავითარებლად. მსოფლიო ბრენდების სასტუმროები- Radisson, Marriott, Sheraton, უკვე არა ერთ საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობენ, მომავალში კი მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს.
მასალის გამოყენების პირობები