ტელეკომპანია მაესტროს თანამშრომლებმა მორიგი განცხადება გააკეთეს. ჯი-ეიჩ-ენ-ი ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ
"მაესტროს სრული კოლექტივის განცხადება საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ გუშინ გახდა ცნობილი. ჩვენ ამ დრომდე არ გვეძლევა საშუალება სრულფასოვნად გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენ მივესლამებით მოწოდებას რომ დაიწყოს მოლაპარაკება ეროსი კიწმარიშვილსა და მამუკა ღლონტს შორის. ვეთანხმებით სტატუსქვოს აღდგენას, თუმცა ვაკონკრეტებთ რომ მოლაპარაკების დაწყების დროს მაესტროს ტერიტორია ეროსი კიწმარივშილთან ერთად უნდა დატოვოს მისმა თანმხლებმა ჩვენთვის უცნობმა პირებმა, რადგან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მათი ყოფნა ტერიტორიაზე. ისინი ხელს გვიშლიან მუშაობის გაგრძელებაში. გვიზღუდავენ გადაადგილებას, ბლოკირებული აქვთ მეორე და მესამე სართულის შესასვლელი. თითოეული ჩვენგანისთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთ ვითარებაში მუშაობა, რადგან ჩვენი აზრით ასეთ ვითარებაში ვერ იქნება შენარჩუნებული სარედაქციო დამოუკიდებლობა და ობიექტურობა. ჩვენ კვლავაც ვაპროტესტებთ ეროსი კიწმარიშვილის მხრიდან ტელეკომპანიაში შემოსვლის ფორმას, ტელეკომპანიის თანამშრომლების გათავისუფლებას და ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას თუ განცხადებას"
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია მასტეროსთან დაკავშირებით სიტუაცია უცვლელია. ეროსი კიწმაროშვილი მამუკა ღლონტს ტერიტორიის დატოვებიკენ მოუწოდებს და თუ ღლონტი არ დატოვებს ტერიტორიას კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ის ამისთვის მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს.
მაესტროსთან რამდენიმე წუთის წინ სასტვენების აქციაც გაიმართა, რომლითაც ეროსი კიწმარიშვილს აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.