"დემოკრატიული მოძრაობა" გმობს ქვეყანაში ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ყველანაირ მცდელობას.
"მივესალმებით ტელეკომპანია "მაესტორს" დამფუძლებლებისა და მმართველი კომპანიის ხელმძღვანელობის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ მიმართონ მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების ცივილურ ფორმას და ყველა სადავო საკითხი გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით, მათ შორის მედიატორების საშუალებით, ისე რომ ხელი არ შეეშალოს ტელეკომპანიის სრულფასოვან მაუწყებლობას", - ნათქვამია "დემოკრატიული მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაობა" პოზიტიურად აფასებს ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტებისა და ტექნიკური პერსონალის ძალისხმევას, რომ შექმნილი არაორდინალური მდგომარეობის მიუხედავად შეძლეს საკუთარი პროფესიული მოვალეობის მაქსიმალურად შესრულება.