მაესტროს დამფუძნებლებსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა. როგროც ეროსი კიწმარიშვილთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ტელეკომპანია მასეტროს დამფუძნებელმა ლევან ჩიკვაიძემ განუცხადა, შეთანხმება შემდეგ საკითხებზე შედგა. ესენია დაპირისპირებულ მხარეებს შორის სადაო იურიდიული საკითხების გადაწყვეტაში საიას ჩართვა მოლაპარაკების დაწყებაზე და ეს მოლაპარაკება უნდა შედგეს მაესტროს შენობის გარეთ და ასევე იმაზე რომ ორივე მხარეს გარკვეული ლაფსუსები ჰქონდა ამ პროცესში.
"მოლაპარაკება მიმდინარეობს. პირადად მე ვესაუბრები ხუთი დამფუძნებლის სახელით ეროსი კიწმარიშვილს. რა თქმა უდნა ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ არც გადაუწტყვეტელია", - განაცხადა ჩიკვაიძემ და აღნიშნა, რომ არსებობს კიდევ რამდენიმე საკითხი რომელზეც ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის.
მისი თქმით, იმ შემთხევვაში თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება შენობის გარეთ ეს შეიძლება გაიმართოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. მხარეებს შორის ძირითადი პრობლემები არსებობს იურიდიულ საკითხებთან მიმართებაში. ასევე მან აღნიშნა, რომ იმ შემთხევვაში თუ შეთანხმება შედგება სასამართლოში დავა აღარ გაგრძელდება.
ჩიკვაიძის თქმით, ეროსი კიწმარიშვილმა დღეს მას დაურეკა და ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მან შენობაში შესვლა ვერ მოახერხა.
"ეს საკითხი აღარ წამოგვიყენებია მოლაპარაკების დროს რადგან კიწმარიშვილმა ბოდიში მოიხადა. ამჟამად ჩემი ინფორმაციით შენობაში შესვლის პრობელმა აღარ აქვს დამფუძნელებსა და ჟურნალსიტებს. რაც შეეხება ვრჩები თუ არა თანამდებობაზე ვიტყვი რომ ეროსი კიწმარიშვილმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და მე ვაგრძელებ ჩემს თანამდებობაზე მუშაობს და ვრჩები თანამდებობაზე" - განაცხადა ჩიკვაიძემ.
მისი თქმით, თუ მხარებს შორის შეთანხმება შედგება ხელშეკრულების გაწყვეტას ადგილი აღარ ექნება. მანვე განაცხადა, რომ საეთეროს კარები ჩაკეტილი იქნება ვიდრე სიტუაცია არ დარეგულირდება.