ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, "ქართუ ჯგუფის" სახელზე შემოსული ტვირთები საბაჟო ტერმინალებში მიზანმიმართულად ზიანდება. ამასთან დაკავშირებით, პრესსამდივნო განცხადებას ავრცელებს. "ჯი-ეიჩ-ენი" გაცხადების ტექსტს გთავაზოვთ უცვლელად:
"ხელისუფლების ზეწოლა "ქართუ ჯგუფის" მისამართით გრძელდება. სისტემატიური ხასიათი მიიღო უკვე საბაჟო ტერმინალზე "ქართუ ჯგუფის" სახელზე შემოსული ტვირთების დაზიანებამ. დაზიანებულია "ქართუ ჯგუფისთვის" ისეთი აღიარებული ბრენდების მიერ გამოგზავნილი საქონელი, როგორებიცაა- "Bლუ ინნოვატიონ", "ჩროწნ", "Hარმან", "Bშშ" და ა.შ. მსგავს ფაქტებს ადგილი აქვს იმ ქართული კომპანიებთან მიმართებაშიც, რომლებსაც ხელშეკრულების საფუძველზე "ქართუ ჯგუფისთვის" მსგავსი სახის აუდიო-ვიდეო ტექნიკა ჩამოაქვთ. მათ შორის არის "პანასონიკის" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში შ.პ.ს. "ინდენტი".
გარდა ამისა, გვინდა გაცნობოთ, რომ დღესაც უამრავი ტვირთია გაჩერებული საბაჟოზე, როგორც "ქართუ ჯგუფში" შემავალი ორგანიზაციების კუთვნილი, ისე მათთვის სპეციალურად კონტრაქტორი ქართული კომპანიების მიერ ჩამოტანილი. შესაბამისად, გრძელდება ძვირადღირებული ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანება.
ეჭვს იმის თაობაზე, რომ ტექნიკის დაზიანება ხდება გამიზნულად, აძლიერებს ის ფაქტიც, რომ "ქართუ ჯგუფის" სახელზე შემოსული ტვირთების გახსნა და დეტალური შემოწმება ხორციელდება ცალმხრივად, Dდაინტერესებული მხარის წარმომადგენლების თანდასწრების გარეშე.
შემოსული ტვირთების უმრავლესობა გრანტის სტატუსის მქონე საქონელია და განკუთვნილია შემდეგი საქველმოქმედო პროექტებისთვის: - ფრანგული სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, საჩხერის რეგიონის სკოლები, თუმანიშვილის სახელობის თეატრი, საჩხერის საავადმყოფო, ბორითის ემერჯენსი, ჯ. კახიძის მუსიკალური ცენტრი, ნატანების საკონცერტო დარბაზი, რაგბის სტადიონები, ყუმისთავის მღვიმე, სარგავი მასალის ეროვნული ცენტრი და ა.შ.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში შემოსული ტვირთების 100% მოხვდა ე.წ. წითელ დერეფანში, ანუ გაიარა დეტალური შემოწმება, მაშინ როდესაც წინა პერიოდში მსგავსი ტიპის გაძლიერებული შემოწმების ფაქტი 5-10% იყო.
აღვნიშნავთ, რომ "ქართუ ჯგუფში" შემავალი კომპანიები საქმიანობას ახორციელებენ კანონმდებლობის სრული დაცვით და არც ერთ მათგანს არ აღენიშნება საბაჟო წესის დარღვევის ფაქტი.
აღნიშნული პრობლემების შესწავლა და მასზე რეაგირება "ქართუ ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსს ჯაბა ებანოიძეს ოფიციალური წერილით ამა წლის 17 ნოემბერს სს მოსთხოვა, თუმცა შემოსავლების სამსახურის მხრიდან ამ დრომდე არც განცხადება გაკეთებულა და არც რეაგირება არ მოჰყოლია", - ნათქვამია განცხადებაში.