ქონების რეალიზაცია აქციზითა და დამატებული ღირებულების გადასახადით დაიბეგრება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის.
დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში ქონების რეალიზაცია არ იბეგრება დღგ-ით და აქციზით.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული ოპერაცია აქციზით და დღგ-თი დასაბეგრი ოპერაცია იქნება.
აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.