ტელეკომპანია მაესტროს შენობაში არხის დამფუძნებელი ლევან ჩიკვაიძე შევიდა
როგორც მან შესვლამდე ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა, მოსვლის გადაწყვეიტლება მას შემდეგ მიიღო, რაც ეროსი კიწმარიშვილმა დაურეკა და მოსვლა შემოსთავაზა.
სავარაუდოდ, კიწმარიშვილსა და ჩიკვაიძეს შორის გაიმართება მოლაპარაკება. მოლაპარაკების იდეა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ეროსი კიწმარიშვილმა დღეს დილით წამოჭრა მისი თქმით ის მომხრეა რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღონ მედიატორებმა.
ამ წუთებში ტელეკომპანია მაესტროსთან ვითარება მშვიდია. ეროსი კიწმარივშილის განცხადებით, თუ მამუკა ღლონტი არ დატოვებს მაესტროს შენობას და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლას გააგრძელებს ის მის ხელთ არსებულ ყველა ძალას გამოიყენებს.