კულტურის სფეროში ახალი რეფორმების მიმდინარეობის ფარგლებში, ჩინეთის ხელისუფლებამ, სატელევიზიო პროგრამების მიმდინარეობის დროს შესვენება სარეკლამო რგოლებით აკრძალა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან ტელევიზიით შეწყვეტენ რეკლამის ტრანსრილებას, როცა პროგრამების ხანგრძლივობა 45 წუთი და მეტია.
როგორც ხელისუფლება აცხადებს, ახალშემოღებული წესი ახლახან გამართული ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომის "სულისკვეთებას პასუხობს."
ჩინეთის ჩინოვნიკთა მტკიცებით, მათ სურთ გამოიმუშაონ "სოციალისტური კულტურა", ამასთან არ განუმარტავთ, თუ რა იგულისხმება.
თუმცა ტელეარხები ნათლად ხვდებიან, თუ რას ნიშნავს მათთვის ეს ღონისძიება: ისინი დარწმუნებული არიან, რომ ეს გამოიწვევს
შემოსავლების მნიშვნელოვან დაკარგვას.
განცხადება, ახალი ზომების მზადების შესახებ, ჩინეთის სახელმწიფო მმართველობის, რადიო და ტელემაუწყებლობის და ფილმების საიტებზე განთავსდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი წესის შემოღება ხორციელდება კულტურულ სფეროში ახალი მიდგომის რეგულირების ფარგლებში, რომელიც ოქტომბერში ჩკპ-ის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე შემუშავდა.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სინხუას განუცხადა: "ახალი წესის შემოღება ემსახურება მიზანს, დაუქვემდებაროს სატელევიზიო შოუ "საზოგადოებრივ ინტერესებს და მისწრაფებებს"
ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მცხოვრებთა უმრავლესობა მხარს უჭერს რეკლამის შეზღუდვის მსგავს ღონისძიებას.
თუმცა, ექსპერტების აზრით ახალი წესის შემოღებამ შესაძლოა სახელმწიფო ხაზინის შემოსავლებს,წელიწადში რამდენიმე მილლიარდი იუანი დააკარგვინოს.