დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელდება. სამინისტროს, მერიისა და ისანი-სამგორის გამგეობის დახმარებით, ამჯერად ბუნებრივი აირით კიდევ 82 დევნილი ოჯახი ისარგებლებს. დღეს, ბერიაშვილის #6-ში ბუნებრივი აირი სიმბოლურად მინისტრმა კობა სუბელიანმა და ისანი-სამგორის რაიონის გამგებელმა თემურ გრიგალაშვილმა აანთო. 82-ვე ოჯახმა გამგეობისგან და სამინისტროსგან საჩუქრად გაზქურა მიიღო.
გაზიფიცირებამდე კი აღნიშნული ბინები დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დევნილებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა პირადად გადასცა.
„ჩვენთვის გაზიფიცირება ძალიან ბევრს ნიშნავს, როგორც იტყვიან, სულზე მოგვისწრეს. ზამთრის პირველი დღეებია და ძალიან ვწვალობდით. გაზი რომ გვექნება, უფრო კომფორტულად ვიქნებით, გასათბობადაც გამოვიყენებთ და კერძეების მოსამზადებლადაც. თან, საჩუქრად გაზქურები მოგვიტანეს. რაც მთავარია, ეს ბინა ჩვენია და ზამთარს იმედიანად ვხვდებით. გზაც გაგვიკეთეს და გარეგანათბაც" - აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა, ლალი ვაჭრიძემ.
მინისტრმა კი დევნილებთან საუბრისას განაცხადა, რომ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გაგრძლდება და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებამდე დევნილები ღირსეულად იცხოვრებენ. კობა სუბელიანი: „პრეზიდენტრის განკარგულების საფუძველზე დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების სკუთრებაში გადაცემის პროცესმა არაერთი სიკეთე მოიტანა. დევნულებს ფართები გაუჩნდათ საკურებაში, ენერგოკომპანიები ამ ობიექტებში ინვესტიციებს თამამდ აბანდებენ და ამრიცხველიანებენ. მადლობა მინდა ვუთხრა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას, რომ თბილისის მერიის პროექტის ფარგლებში დევნილებს გაზქურები აჩუქეს. დევნილთა პირობების გაუმჯობესების პროცესი გრძელდება და დევნილები დაბრუნებამდე ღურსეულ პირობებში ოცხოვრებენ."
აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე გაკეთდა გარეგანათება და დაიგო გზა. შენობას გაუკეთდა ახალი სახურავი და ჩატარდა შუდასარემონტო სამუშაოები. ასევე დამონტაჟდა ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველები.