ზვავსაშიშროების გამო ნაქერალას უღელტეხილი ამ დროისთვის ყველანაირი ტრანსპორტისთვის ჩაკეტილია.
ძლიერმა ქარბუქმა და თოვლმა გადაადგილება შეზღუდა წალკა-ნინოწმინდის მიმართულებითაც.
რაც შეეხება რიკოთის უღელტეხილს, ის მთლიანად გაწმენდილია და გზის ამ მონაკვეთზე ნებისმიერი ტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია.
გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო მაგისტრალებზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საგზაო დეპარტამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.