"მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ღლონტის განცხადებით, მას ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანიის შენობის ძალის გამოყენებით დატოვებით ემუქრება.
"ეროსი კიწმარიშვილმა "მაესტროს" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის ძალის გამოყენებით დამატოვებინებს მაესტროს შენობას. ის საუბრობს უკვე ვანო მერაბიშვილის ენით. მემუქრება მე მაესტროს დამფუძნებელს, მაესტროს პროდიუსერს, რომ ძალას იხმარს ჩემზე", - განაცხადა ღლონტმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის მართვის კომპანიასა და დამფუძნებლებს შორის დაპირისპირება გუშინ დილით დაიწყო, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანიის ტერიტორიაზე შევიდა.