რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ე.წ. უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა ცხინვალის შიდა საქმედ მიიჩნევს და მათში ჩარევას არ აპირებს.
"პრონციპულად გამოვდივართ იქიდან, რომ ეს პოლიტიკურ პროცესები მეგობრული მეზობელი სახელმწიფოს შიდა საქმეა. რუსეთი მკაფიოდ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს სამხრეთ ოსეთის მიმართ და მის საშინაო საქმეებში ჩარევას არ აპირებს", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.