კახი კალაძე "მაესტროსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"დადებითად ვაფასებ ტელეკომპანია "მაესტროს" მუშაობას, მათ წლების მანძილზე დაამტკიცეს თავიანთი ობიექტურობა, აღნიშნული ტელეკომპანია, სხვა რამოდენიმე მასმედიის საშუალებებთან ერთად რჩება თავისუფლებისა და დემოკრატიის ციტადელად.
გამოვხატავ რა პატივისცემას „მაესტროს" მთელი კოლექტივისადმი, აღნიშნული ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და მმართველი კომპანიის ხელმძღვანელებს, მივმართავ თხოვნით, რომ დიალოგი აღდგეს ცივილური გზით, არ შეფერხდეს ჟურნალისტთა საქმიანობა და ჩვეულენრივ რეჟიმში აღდგეს სატელევიზიო მაუწყებლობა", -ნათქვამია განცხადებაში.