ბელორუსის უზენაესმა სასამართლომ მინსკის მეტროპოლიტენში მომხდარი ტერაქტის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულებს დიმიტრი კონოვალოვსა და ვლადისლავ კოვალიოვს დახვრეტა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სასამართლო დარბაზში მყოფ თავის კორესპოდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება მინდკის მეტროში 11 აპრილს საღამოს გაისმა. ტერაქტმა 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაახლოებიით 200 ზე მეტი დაიჭრა. აფეთქების შემდეგ 24 საათში ბელორუსის სპეცსამსახურებმა ტერორისზმში ეჭვმიტანილები კონოვალოვი და კოვალიოვი დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები