საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი განაგრძობს საქმიან ვიზიტს უკრაინაში. დნეპროპეტროვსკის შემდეგ, კახა ბაინდურაშვილი დონეცკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს-ფორუმს დაესწრება.
სავაჭრო-პალატის ინფორმაციით, უკრაინული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობს 300-ზე მეტი კომპანია, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში საქმიანი ურთიერთობების განვითარებით წარმოების, სოფლის მეურნეობის, მანქანათმშნებლობის, ენერგეტიკის, ქიმიური მრეწველობის და სხვა სექტორებში.
კახა ბაინდურაშვილი უკრაინულ კომპანიებს დეტალურად გააცნობს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს და მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს, რომლებიც ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის გატარდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კახა ბაინდურაშვილის შეხვედრა დონეცკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან გენადი ჩიჟიკოვთან.