"ალია ჰოლდინგი" გმობს ტელეკომპანია "მაესტროში" მიმდინარე მოვლენებს. "არავის აქვს უფლება ჟურნალისტებს ხელი შეუშალოს საქმიანობის განხორციელებაში და მით უმეტეს, თავისი სტატუსი და მდგომარეობა პოლიტიკური მიზნებისათვის, ხელისუფლების სასარგებლოდ გამოიყენოს.
"ალია ჰოლდინგი" მხარდაჭერას უცხადებს `მაესტროს~ დამფუძნებლებსა და ჟურნალისტებს.
მოვუწოდებთ "მაესტროს" თანამშრომლებს დაიცვან საკუთარი ინტერესები და არ დატოვონ სამუშაო ადგილი. ასევე, მოვუწოდებთ ყველა ჟურნალისტს ერთად დავდგეთ თავისუფალი სიტყვის დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.