პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ტელეკომპანია ,,მაესტრომ~ მაუწყებლობა დროულად უნდა აღდგინოს.
მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ განვითარებული მოვლენების ხელისუფლებაზე გადაბრალება აბსურდია და პრობლემები შიგნით უნდა ეძებონ.
,,ეს არც პირველი დაბრალებაა და არც უკანასკნელი. ჩვენი ოპონენტები თავად იღებენ რაღაც გადაწყვეტილებებს და თუ ისინი ნაბიჯებს სწორად ვერ თვლიან, ჩვენი ბრალი არაა. შეგიძლიათ ნახოთ ქრონოლოგია, როგორ გადაძვრნენ ღობეზე, როგორ შევიდნენ შიგნით და ვინ გამოიძახა პატრული. ის რაც ხდება ~მაესტროში~ არც პირველია და როგორც ჩანს, არც უკანასკნელი. დღეს საუბარი იყო დიდ თანხებზე, რამდენიმე მილიონი ახსენეს, ვიღაცამ დახარჯა, ვიღაცამ მოიტანა. როგორც ჩანს, "მაესტროში" არის რაღაც თემები, რომელზეც საბოლოოდ უნდა გაერკვნენ, ხელისუფლებაზე გადაბრალება ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს~ - განაცხადა მაჭავარიანმა.