ჟურნალისტი ეკა ბერიძე დროებით ტელეკომპანია მაესტროში საქმიანობას წყვეტს. მისი თქმით, სანამ ტელევიზიაში არ მიეცემა საშუალება რომ მისი თოქ-შოუს წაყვანა გააგრძელოს მანამდე რადიოში იმუშავებს.
"მე არ მეძლევა საშუალება იმ ტელევიზიაში, სადაც ვმუშაობ გავაკეთო ჩემი საქმე. ამიტომ მივდივარ რადიო მაესტროში და იქიდან წავიყვან გადაცემას, ვიდრე არ მექნება საშუალება რომ ტელეკომპანიაში გავაგრძელო თოქ-შოუ. ამ დროისთვის დამატებითი კომენტარს გაკეთებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა ბერიძემ.
ტელეკომპანია მაესტროში სიტუაცია უცვლელია. შენობაში პირველ სართულზე იმყოფება ეროსი კიწმარიშვილი, მეორე სართულზე კი მამუკა ღლონტი. მაესტროს შენობის წინ კვლავ არიან შეკრებილი მედიის წარმომადგენლები.