რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს დაიცვას უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ რუსეთსი საგარეო უწყების ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
"მოსკოვი ყურადღებით აკვირდება მეგობრულ მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებს. დაინტერესებულია იმაში, რომ ამ ახალგაზრდა რესპუბლიკაში შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილური ვითარება, ხოლო პოლიტიკური პროცესები განვითარედს მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ლავროვის უწყება მოუწოდებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ძალებს, პატივი სცენ უმაღლესი ორგანოების მიერ კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.