ირანში ბრიტანეთის საელჩოში შეჭრილ სტუდენტებსა და პოლიციის დანაყოფებს შორის შეტაკება მიმდინარეობს, არიან დაშავებულები. ცნობილი ხდება, რომ ირანის პოლიციამ სტუდენტების მიერ დიპლომატიურ წამომადგენლობაში დატყვევებული ექვსი მძევლის გათავისუფლება შეძლო.
აქამდე რამდენიმე ხნით ადრე ირანის პოლიციამ შეძლო და შენობაში შეჭრილი სტუდენტები იქიდან გამოდევნა, თუმცა სტუდენტებმა განახლებული იერიშის შემდეგ მაინც მოახერხეს საელჩოს შენობაში შეჭრა და ჭიშკრის ჩაკეტვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" სააგენტო "ფარსზე" დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პოლიცია სტუდენტების დასარბევად ცრემლსადენ გაზს იყენებს.
"სალჩოს შენობაში რამდენიმე დაჭრილი სტუდენტი იმყოფება, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მათ იქიდან გამოყრას ცდილობენ. დაჭრილები არიან ასევე სპეცდანიშნულების რაზმებს შორისაც", _ იუწყება სააგენტო "ფარსი".
შეგახსნებთ, რომ ირანში მდებარე ბრიტანეთის საელჩოში სტუდენტები შეიჭრნენ სკანდირებით: "სიკვდილი ინგლისს!"