ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონს ჭადრაკში 18-წლამდელთა შორის, მერი არაბიძეს, ბრაზილიაში მოპოვებული წარმატება მიულოცა.
"მინდა მივულოცო ყველას ეს წარმატება. ჭადრაკში გამარჯვებებით ყოველთვის განებივრებულები ვიყავით და სასიამოვნოა, რომ ეს ტრადიცია გრძელდება. მერი არაბიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან დამაჯერებელი თამაში აჩვენა და დაამტკიცა, რომ ღირსეული თაობა მოდის, რომელიც ეროვნულ ნაკრებს სათანადოდ გააძლირებს", - განაცხადა ვარძელაშვილმა.
არაბიძემ მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მას უჩნდება დამატებითი სტიმული შემდგომი გამარჯვებებისთვის.
"გახარებული ვარ ამ გამარჯვებით. დიდი მადლობა სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროს მიღებისთვის და მოლოცვისთვის, ეს ყველაფერი დამატებით სტიმულს მომცემს და სამომავლო გამარჯვებებში დამეხმარება", - განაცხადა არაბიძემ.
შეგახსნებთ, რომ ბრაზილიის ქალაქ კალდას ნოვასში დასრულებულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭადრაკში, 18-წლამდელთა შორის მერი არაბიძემ 9 ტურში 8 შეხვედრა მოიგო - 8 ქულა დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.