პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე რუსეთის მიერ ისკანდერებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას თავხედობად აფასებს.
ჟურნაიტებთან საუბარში თარგამაძემ განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას ელის, რადგა ეს არის იმავე მცდეობის გაგრძელება, რაც იყო საქართველოსთან ომამდე და ომის შემდეგ.
"ეს არის გამომწვევი მოქმედება, რომელიც ორ რამეს ისახავს მიზნად. პირველი - რაც შეიძლება მეტი ითავხედოს მედვედევმა, რომ მერე არ გამოჩნდეს ვითომ პუტინი უარესი მოვიდა... ვითომ ცვლილება დიდი არ ყოფილა. ანუ ორივე ერთნაირად ცუდი იყო. და მეორე - გამომწვვი მცდელობა იმისთვის, რომ ნახონ, რამდნად მეტი გამომწვევი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება. რამდენადაც მე ვიცი, ჩვენ რა ისკანდერებსაც გვესროდენ, იმის მეტი არ გააჩნიათ", - განაცხადა თარგამაძემ.