"ჩვენ პრაქტიულად არა გვაქვს პრობლემები ორმხრივ ურთიერთობებში", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"ჩვენი მინისტრები პრაქტიკულად ყოველთვე დადიან ერთმანეთთან. უამრავი სხვადასხვა კონკრეტული სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც ყველა საკითხს ოპერატიულად აგვარებს და არა მხოლოდ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში არ არის პრობლემები, არამედ არ არსებობს არც ერთი სამუშაო საკითხი, რომელიც ოპერატიულად და ძალიან სწრაფად არ წყდებოდეს", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების სამაგალითოა.
სააკაშვილის თქმით, ეს ურთიერთობები არის სამაგალითო ურთიერთობები არა მხოლოდ" ჩვენი რეგიონისათვის, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ურთიერთობებია, რაც შეიძლება იყოს მეზობლებს შორის საერთაშორისო მასშტაბით".