საქართველოსა და სომხეთის საზღვრის გადაკვეთა უკიდურესად გამარტივდება. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"კმაყოფილებით ავღნიშნავ, რომ ჩვენ მოლაპარაკებების დამამთავრებელ სტადიებზე შევედით, რომლის შედეგადაც ჩვენი საზღვრის გადაკვეთა უკიდურესად გამარტივება. ჩვენ ავაშენეთ სასაზღვრო პუნქტები ახლა სომხეთის მხარე აშენებს ახალ სასაზღვრო პუნქტებს და შემოწმება ჩვენი მოქალაქეების გამარტივდება.
შემოწმება იქნება ერთ პუნქტში - ესე იგი ყველა მოქალაქე რომელიც სომხეთიდან ჩამოვა აქ და აქედან წავა სომხეთში შემოწმდება მხოლოდ ერთჯერადად და შემოწმდება უმეტეს შემთხვევაში, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მანქანიდან გადმოსვლის გარეშე", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ამით ბიუროკრატია მოისპობა და - "ეს იქნება ისეთივე გამჭვირვალე საზღვარი, როგორიც არის მაგალითაც შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარი და ბევრი სხვა საზღვარი ევროპაში".