აფხაზი სეპარატისტები საქართველოს აფხაზეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის მოსაზღვრე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის თავმოყრაში ადანაშაულებენ. სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაკარ ნანბა აცხადებს, რომ ქართული მხარე აფხაზეთის ტერიტორიაზე სროლების შესახებ ინფორმაციას გამიზნულად ავრცელებს, იმისათვის რათა აფხაზეთის საზღვართან მძიმე ტექნიკის გადასროლა გაამართლოს.
“წისასწარი ინფორმაციით, საქართველო აფხაზეთის საზღვართან მალულად დამატებით მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციას ახდენს”, _ განუცხადა დღეს ნანბამ “ინტერფაქსს” და დასძინა, რომ აფხაზეთის ტეროიტორიაზე ბოლო დროს მომხდარი სროლები ქართული მხარის მიერ იყო ინსცენირებული, იმისათვის, რათა აქ დამატებითი სამხედრო ძალის გადმოსროლა გაემართლებინათ.
მასალის გამოყენების პირობები