სამხრეთ კორეაში ადამიანები გარდაცვლილი ნათესავების გვამს დეკორატიულ მძივებად აქცევენ, რომელსაც შემდგომ თან ატარებენ. იმის გამო, რომ სამხრეთ კორეა მჭიდროდაა დასახლებული, 2000 წელს ქვეყნის მმართველობამ კრიმაციის პროპაგანდა დაიწყო. ამასთან, მიიღეს ისეთი კანონი, რომ ვინც ახლობელს დაასაფლავებდა, მისი საფლავი 60 წლის შემდეგ უნდა გაეთავისუფლებიnა.
ახლა კი ქვეყანაში გამოჩნდა კომპანია, რომელიც გვამს მძივებად აქცევს. იგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა. ასეთი კომპანიიდან ერთი, გვამს სპეციალურ ღუმელებში, ძალიან მაღალ ტემპერატურაზე 90 წუთის განმავლობაში ადნობს, სანამ ის არ დაკრისტალდება და მისგან შესაძლებელია მძივის ჩამოყალიბება. ასეთი დამუშავების შემდეგ ის სუფთაა, არა აქვს სუნი და არ ეკიდება ობი.
ყველაზე ხშირად კლიენტები ლურჯ-მწვანე შეფერილობის მძივებს ითხოვენ,მოთხოვნა გაიზარდა ვარდისფერ, იისფერ და შავ ფერებზე. მომსახურეობის ღირებულება დაახლოებით 900 დოლარია.
ადრე კორეელები 10 გარდაცვლილიდან 6-ს სასაფლაოზე ასაფლავებდნენ, რადგან მისდევდნენ კონფუცის სწავლებას, რომელმაც უანდერძა მიცვალებულთა პატივისცემა და მათ საფლავებზე მისვლა.