საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს პერზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე დებატებს, რომელიც 2012 წლის ბიუჯეტისა და მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის ირგვლივ იმართება.
პრესსპიკერის თქმით, ეს დებატები ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან უმრავლესობასა და ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გაცვალონ თავიანთი მოსაზრებები ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებაში.
"უახლოეს მომავალში დამტკიცდება 2012 წლის ბიუჯეტი, რომელიც შეიძლება ითქვას ჩევენი ქვეყნის სამომავლო მოდერნიზაციისა და დასაქმების პრობლემის მოგავრებისკენ იქნება ორიენტირებული", - განაცხადა მანჯგალაძემ.