მიმდინარე წლის დეკემბერსა და მომდევნო წლის იანვარში 40 ახალი საავადმყოფო დაიწყებს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქრათველოს პერზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დეკემვერში ექსპლუატაციაში შევა 30 ხოლო იანვარში 10 ჰოსპიტალი.
"გახსნის პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს. აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება ჰოსპიტალური რეფორმის ფარგლებში და ეს არის საქართველოს მთავრობის გეგმის ნაწილი, რომელიც 2013 წლამდე 150-მდე საავადმყოფოს ამოქმედებას გულისხმობს" - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით დეკემბერ-იანვარში საავადმყოფოები შემდეგ ქალაქებსა და ადმინსიტრაციულ ცენტრებში ამოქმედდება - მცეხთა, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთ, საგარეჯო, ლაგოდეხი, სამტრედია, ზესტაფონი, ჭიათურა, ხონი, ტყიბული, წყალტუბო, ბაკურიანი, ადიგენი, შუახევი, ქედა, ჩაქვი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, გარდაბანი, ბოლნისი, ოზურგეთი, კასპი, ხაშური, მარტვილი, წალენჯიხა, ფოთი და თბილისი.
მანჯგალაძის განმარტებით, ეს არ არის სრული ჩამონათვალი და სია საკმაოდ ვრცელია.
"ყველა ეს სამედიცინო დაწესებულება აღიჭურვება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით და ორიენტირებული იქნება ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე. ასევე კვალიფიციური ექიმების დასაქმებაზე", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.