საქართველოს პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, აღნიშნული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმაცია შეუძლებელია და ამის შესახებ ერთიანი პოზიცია აქვს, როგორც ქართულ მხარეს ასვე საერთაშორისო თანამეგობრობას.
ასევე ჟურნალისტის კითხვაზე ფლობს თუ არა პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ინფორმაციას, რომ აღნიშნულ ე.წ. არჩევნებში მიიღეს თუ არა მონაწილეობა ერევანში მცხოვრებმა დევნილებმა, პრეს-სპიკერმა უპასუხა რომ ამის შესახებ ის ვერაფერს იტყვის.