ისრაელის ტერიტორია ლიბანის ტერიტორიიდან დაიბომბა. ოფიციალური იერუსალიმის განმარტებით ლიბანის მოსაზღვრე რაიონში გალილეაში ოთხი რაკეტა ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა, თუმცა მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის დაბომბვის პირველი შემთხვევაა. ქვეყნის თავდაცვის უწყებაში გალილეას დაბომბვის ფაქტი დაადასტურეს. "ცაჰალის" განმარტებით, ისრაელის არმიამ დაბომბვის გამო საარტილერიო ცეცხლით უპასუხა იმ რაიონს საიდანაც ოთხი რაკეტა ისროლეს. რადიოსადგურ "კოლ ისრაელის" თანახმად თავდასხმაზე ტერორისტული დაჯგუფება "მსოფლიო ჯიჰადია" პასუხისმგებელი.