საფრანგეთში პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქში მამამ სამი წლის შვილი სასტიკი მეთოდით დასაჯა. მან ბავშვი სარეცხ მანქანაში ჩასვა და მანქანა ჩართო. შედეგად ბავშვი დაიღუპა. ნათესავები ყვებიან, რომ დედა შვილის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა უმართავმა მამამ მას ამის უფლება არ მისცა.
სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვი თავის ტრამვის გამო დაიღუპა. დამნაშავე მამა ამტკიცებს, რომ ბავშვი სარეცხ მანქანაში არ ჩაუსვამს და რომ ბავშვმა ტრამვები თითქოს კიბეზე დაგორების შედეგად მიიღო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მამის ბრალეულობას სასამართლო დაადგენს.