ლონდონის აუქციონზე ფიროსმანის ერთ-ერთი ტილო "მწყემსი" 600 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.
ფიროსმანის სახლ- მუზეუმის დირექტორის ანზორ მაძღარაშვილის ინფორმაციით, წლების განმავლობაში ნახატი დავით კაკაბაძის ოჯახში იყო დაცული.
მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ, კაკაბაძეებმა "მწყემსი" რიგაში გააჩუქეს.
წელს ზაფხულში კი ლონდონის ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანიამ გამოაქვეყნა რეკლამა, რომ გაყიდვაშია ფიროსმანის "მწყემსი".
მყიდველის ვინაობა უცნობია.