დიმიტრი მედვედევს თავისი საპრეზიდენტო პოლიტიკის არ სცხვენია. ბოლო 10 წლის განმავლობაში მთავრობის მიღწევებზე რუსეთის პრეზიდენტმა ეკატერინბურგში ვიზიტისას ისაუბრა. მედვედევმა უარყო ბრალდებები, რომ ქვეყანაში მმართველი პარტია ავტორიტარულ რეჟიმს ამყარებს.
მან ასევე ჟურნალისტებს მითითება მისცა არ დაასახელონ მაქსიმალური ვადები ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით, რადგან მას ამ ეტაპზე ხალხი მხოლოდ 6 წლით ირჩევს.
"ჩვენ ბოლო 12 წლიუს განმავლობაში მოვეხერხეთ რუსეთი 90 -იანი წლების კრიზისიდან გამოგვეყვანა. ის უმაღლესი ლიგის ქვეყანა გახდა - სახელმწიფო რომელსაც არამარტო ატომური იარაღის გამო უწევენ ანგარიშს არამედ იზრდება ხელფასები და პენსიები. ეს არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ უქნია. საბოლოო შეფასებას მაინც ხალხი მოგვცემს 4 დეკემბერს. მე არ მრცხვენია იმის გამო, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ვაკეთებ. საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთში ავტორიტარული რეჟიმია, რომელიც მალე ყველაფერს მოიცავს და რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატი და "ედინაია როსია" უდგანან სათავეში არასერიოზულია. ამის ტენდენცია არ არსებობს", _ აცხადებს დიმიტრი მედვედევი.