“აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში სომხურ-აზერბაიჯანული, მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის სამართლიანად დასარეგულირებლად ძალისხმევას არ ვიშურებთ”, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. მან ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როცა მოსახლეობას ახალი წელი და სოლიდარობის დღე მიულოცა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2008 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მეტად მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღეს, რომელიც აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა.
იმის მიუხედავად, რომ მინსკის ჯგუფის გაეროს მუდმივი ხუთი წევრიდან სამი ამ რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდა, ის ხმებს დიდი უმრავლესობით მიიღეს.
“ერთი მხრივ ეს აზერბაიჯანის ძალის, მისი მზარდი ავტორიტეტის დემონსტრირებას ახდენს. მეორე მხრივ აჩვენებს, რომ სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს”, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ილჰამ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო საზოგადოება აზერბაიჯანს მხარს უჭერს.
“ეჭვი არ მეპარება, რომ სომხურ-აზერბაიჯანული, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მოხდება.
სხვა გზა არ არის. აზერბაიჯანის სახელმწიფო და აზერბაიჯანელი ხალხი მთიან ყარაბაღს დამოუკიდებლობას არასდროს არ მიანიჭებენ. მთიანი-ყარაბაღი ძირძველი აზერბაიჯანული მიწაა და ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. შეიძლება პოლიტიკური და დიპლომატიური და თუ საჭირო გახდა, სამხედრო საშუალებების გამოყენება.
ჩვენ ეს უფლება გვაქვს.
საერთაშორისო სამართალი ამას უზრუნველყოფს”, - განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები