რუსეთში მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ცოლის ძმა ბიზნესმენი ვიქტორ ბატურინი დააკავეს. მას ბრალი თაღლითობასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისებაში ედება. რუსული მედიის ინფორმაციით, მას კომოანია "ინტეკო აგროს" და "ინტეკოს" ყალბი ვექსილების გაყიდვაში ადანაშაულებენ.
ბატურინი სამართლადამცავებმა საკუთარ ოფისში მოსკოვში დააკავეს. ამ ეტაპზე მას 48 საათიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.