სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ მაულლემი აცხადებს, რომ არაბული სახელმწიფოების ლიგის მიერ მისი ქვეყნის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები კრიზისის დაძლევის გზას ხურავს.
დამასკოში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ "არაბულმა ლიგამ უარი განაცხადა ეღიარებინა, რომ სირიაში შეიარაღებულ ამბოხებას აქვს ადგილი".
პრესკონფერენციის დასაწყისში ჟურნალისტებს აჩვენეს ვიდეოფირი, რომელზეც დასახიჩრებული გვამები და სირიის ქუჩებში არსებული შეტაკებები იყო ნაჩვენები. ეს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არის დასტური იმისა, რომ სირია ტერორისტებთან აწარმოებს ბრძოლას.
ვალიდ მაულლემმა ასევე მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დაწვრილებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ბაასს ამირიდან აღარ ექნება მმართველი პარტიის საკონსტიტუციო სტატუსი.