თბილისის მერი გიგი უგულავა ბაქოს სტუმრობს. უგულავა დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო. თბილისის მერმა ალიევს მიხეილ სააკაშვილისგან მოკითხვა გადასცა. ალიევმა უგულავას მადლობა გადაუხადა და სააკაშვილთან კეთილი სურვილები დააბარა.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ბაქოში ვიზიტისას ის მოწმე გახდა ქვეყნის დინამიკური განვითარებისა.