"ჩამორჩენილ ქვეყნებთან ჩვენი განსხვავება ის კი არ არის, რომ ჩვენ უფრო მეტი შემოსავალი გვაქვს, არამედ ის, რომ ჩვენი ხალხი ძალიან განათლებულია, ძალიან კვალიფიცირებულია - ყველა ასაკის ადამიანზე ვლაპარაკობ - და ძალიან სწრაფად ექვემდებარება გადამზადებას. ახალ რაღაცებს უცბად ითვისებენ და არავინ არ უნდა გვაჯობოს", - განაცხადა სააკაშვილმა დღეს 800-მეტრიანი გვირაბის გახსნისას.
"აქ დასრულდა ბეტონის გზა, ორი 800-მეტრიანი გვირაბი. ძალიან მნიშვნელოვანი მშენებლობა იყო ჩვენთვის. პარალელურად, დღეს იგოეთის და ლეხურას ხიდებს ვხსნით, ასე რომ, ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა წელიწად-ნახევრის განმავლობაში", - განაცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი "ვისოლში" დასაქმებულ 100-მდე ადამიანებსაც შეხვდა. ისინი, ძირითადად, გორში ცხოვრობენ.
"დასკვნა არის, რომ ჩვენი შადრევნები ყველაზე ყინვაგამძლე შადრევნებია მსოფლიოში. ჩვენ გვინდა განსაკუთრებული დონის არქიტექტურა, სხვათაშორის არაფერი უნდა გავაკეთოთ, მარტო ჯიხურები არსად უნდა დავდგათ. ყველაფერი, რაც იდგმება, უნდა იყოს მსოფლიო კატალოგებში შესული. საქართველო სწრაფი ტემპით ხდება ევროპული დონის და არა მარტო ამ რეგიონში. ჩვენ ჯერ არ ვართ მდიდრები, ჯერ კიდევ შემოსავლები გვაქვს ძალიან დაბალი, ეკონომიკური პრობლემები გვაქვს, მაგრამ სწრაფად ვვითარდებით", - განაცხადა პრეზიდენტმა.