“ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, რომლის მშენებლობაც 2008 წელს დაიწყო, დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს”, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. მან ეს განცხადება აზერბაიჯანელთათვის სოლიდარობის დღისა და ახალი წლის მილოცვისას გააკეთა.
“მრავალი წლისა და ხანგრძლივი განხილვის შემდეგ ჩვენ ამ სარკინიგზო გზის მშენებლობას მივაღწიეთ და დღეს, ამ სამუშაოებში აზერბაიჯანული კომპანიები აქტიურ მონაწილეობას იღებენ”, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მან აღნიშნა, რომ რკინიგზის მშენებლობის შედეგად, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან დააკავშირებს, აზერბაიჯანის, როგორც ეკონომიკური ასევე გეოპოლიტიკური პოზიციები კიდევ უფრო გამყარდება. აზერბაიჯანი ტრანსპორტისთვის შეუცვლელი ქვეყანა გახდება.
“ეს ჩვენი გრძელვადიანი ნაციონალური ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება”, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ 2008 წელს სატრანსპორტო სფეროში სხვა მნიშვნელოვანი მოვლენაც მოხდა. ლანკიარანესა და ზაქათალაში ექსპლუატაციაში ორი შესანიშნავი აეროპორტი შევიდა, ხდება ახალი ტანკერების შეძენა, შენდება საავტომობილო გზები. ალიევმა დასძინა, რომ ყველაფერი ეს დიდ თანხებს მოითხოვს და დღეს აზერბაიჯანის სახელმწიფოს ასეთი შესაძლებლობა აქვს.
მასალის გამოყენების პირობები