ჰოსტელი "სეტი" დამსვენებელს მესტიაში კომფორტულ დასვენებას, ყველაზე დაბალ ფასად ჰპირდება. ულამაზესი მთებითა და სვანური კოშკებით გარშემორტყმული ჰოსტელი მესტიის ცენტრში მდებარეობს, სადაც შესაძლებელია 4-, 6- და 8-ადგილიანი ოთახების დაჯავშვნა.
ნომრები უზრუნველყოფილია მუდმივი ცივი და ცხელი წყლით, თეთრეულით, პირსახოცით, ბარგის შესანახი კარადებით, ცენტრალური გათბობით და ავტონომიური ელექტროენერგიით. ჰოსტელში განთავსებულია მყუდრო ფოიე და ბარი. ოთახებიდან იშლება მესტიის პარკისა და და მთების ულამაზესი ხედები.
ერთი ადამიანის დასვენების საფასური შეადგენს 20 ლარს, ხოლო დილის საუზმესთან ერთად - 30 ლარს. ჰოსტელში არის 9 ნომერი და 48 ადგილი.
შეგახსენებთ, რომ მესტია ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ჰავა ნოტიოა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7°C, იანვრის 6,4°C, ივლისის 16,4°C. აბსოლუტური მინიმალური - 35°C, აბსოლუტური მაქსიმალური 35°C. ნალექები 1035 მმ წელიწადში.