საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, ევროპა-კავკასია-აზიის პროექტში დამკვირვებლის სახით ლიტვის მიღების საკითხი შეიძლება 2009 წლის მაისს-ივნისში გადაწყდეს.
აზერბაიჯანში ლიტვის ელჩმა, კესტუნის კუდზმანასმა აღნიშნა, რომ დაახლოებით ამ პერიოდში ბიშკეკში ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის გამართვა იგეგმება, რომლის მიმდინარეობისას აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
“ტრასეკას პროექტი ევროპისთვის მეტად მიმზიდველია, კერძოდ ლიტვისთვისაც, რადგან ლიტვა - ეს უპირველესად ექსპორტიორია ქვეყანაა”, - განაცხადა დიპლომატმა.
კუდზმანასმა ასევე განაცხადა, რომ “ტრასეკაში” მონაწილეობის გარდა, ლიტვა ასევე სატრანსპორტო დერეფნის კლაიპედის პორტამდე გაგრძელების ინიციატორად გამოვიდა.
ლიტვაში სატრანსპორტო დერეფანი, კლაიპედა-ილიჩევსკი (ვიკინგი) მუშაობს.
ლიტვამ აზერბაიჯანელ კოლეგებს “ვიკინგის” “ტრასეკასთან” მიერთების იდეა შესთავაზა.
მასალის გამოყენების პირობები