ამერიკელი ჰაროლდ ოუინგსი 100 წლისაა, მისი ცოლი ედნა კი 99 წლის. მადლიერების დღეს მათ ქორწინებიდან 80 წლის იუბილე აღნიშნეს. მომავალმა მეუღლეებმა შეხვედრა ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დაიწყეს - მას შემდეგ განუყრელი არიან
მეხუთე კლასში ჰაროლდი მის თანაკლასელს სახელად ედნას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, ყოველდღიურად მიჰქონდა მისთვის ერთი შოკოლადი, ხოლო მაშინ როცა ფიქრობდა რომ ედნა მასზე გაბრაზებულია - ორი.
შედეგად ედნა მისის ოუინგსი გახდა, მას შემდეგ 80 წელი გავიდა. ჰაროლდს 100 წელი შეუსრულდა, ედნას 99 წელი, წყვილი ისევ ერთად ცხოვრობს.
რაშია მათი ქორწინების საიდუმლოება?
ჰაროლდის სიტყვებით: მას ყოველთვის მიაჩნდა, რომ აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, ხოლო ედნას- საკუთარი.
როცა მეუღლეები ვერ მიდიოდნენ კომპრომისამდე, ისინი უბრალოდ უშვებდნენ სიტუაციას და საბოლოოდ ის თავად გადაწყდებოდა.