რუსეთის ხელისუფლებამ, 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ობიექტების მშენებლობისთვის მიწის ჩამორთმევის პროცედურების განსაზღვრა დაასრულა. შესაბამის კანონს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.
ფედერალური კანონი, “რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო აქტებში ცალკეული ცვლილებების შეტანის შესახებ” კერძოდ, მიწის ნაკვეთსა და სხვა უძრავ ქონებაზე უფლების წარმოქმნის ან შეწყვეტის თავისებურებებს ითვალისწინებს. მაგალითად ოლიმპიადის ობიექტების მშენებლობისა ან ექსპლუატაციის სპეციფიკის განსაზღვრა.
ძალში შედის კანონის ნორმა, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთები, რომელიც სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა მომხმარებელს არენდით ვაჭრობის გარეშე გადაეცემა.
კანონმდებლობის ნორმით გათვალისწინებულია, რომ სოჭში ოლიმპიური თამაშების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის შეიძლება სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საჭიროებისთვის მოსახლეობას მიწის ნაკვეთები ჩამოართვან, ან მიწის ერთი კატეგორია მეორეს მიაკუთვნონ.
მოსახლეობისთვის ოლიმპიადის ობიექტების მშენებლობისთვის ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ ახალი მიწის ნაკვეთების ან საცხოვრებელი შენობების მიცემის წესები დგინდება. მოქალაქეებს უფლება რჩებათ უძრავი ქონების შეთავაზებული ობიექტებიდან სასურველი აირჩიონ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით უკანასკნელ თვეებში სოჭში მოსახლეობის პროტესტი გახშირდა, რომელიც ქალაქის 2014 წლის ოლიმპიადის მომზადების პროგრამის რეალიზებას უკავშირდება. სოჭის მოსახლეობა ქალაქი კურორტის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის და მისი არქიტექტურული სახით შეშფოთებულია.
სოჭის ოლიმპიადისთვის მომზადების პროგრამის წინააღმდეგ ეკოლოგები, საზოგადოება და პოლიტიკური ორგანიზაციებიც გამოდიან, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ მისი რეალიზება ეკოლოგიურ კატასტროფას, ასევე ხელისუფლებასა და ქალაქის მოსახლეობას შორის სკანდალს გამოიწვევს.
მასალის გამოყენების პირობები