ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის შეხვედრაზე იმსჯელებენ, რომელიც ხვალ, 5 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟოე ჰენონმა განაცხადა.
ჰენონის განცხადებით გაზის მიწოდების საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის, ჩეხეთის ინიციატივით იმართება.
ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირის გაზის საკოორდინაციო ჯგუფის დაგეგმილი შეხვედრაც პარასკევს, 9 იანვარს, ბრიუსელში გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები